ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 10
18954667_1867747980141174_1409853791400804017_o
/Posted by: devnoza
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელის'' ორგანიზებით ქ.დმანისის ცენტრში მოეწყო ბავშვთა გასართობი ქალაქი. ქალაქში განთავსებული იყო სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი კუთხეები. თითოეული სტუმრის განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები და მხიარული ანიმატორები. ,,პირველი ევროპელი'' პარტნიორ...
"პირველი ევროპელის ქალაქი"

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელის'' ორგანიზებით ქ.დმანისის ცენტრში მოეწყო ბავშვთა გასართობი ქალაქი. ქალაქში განთავსებული იყო სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი კუთხეები. თითოეული სტუმრის განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები და მხიარული ანიმატორები. ,,პირველი ევროპელი'' პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქში მოსულ ბავშვებს ნაყინით, სხვადასხვა სახის ტკბილეულით, ტორტითა და გამაგრილებელი სასმელით უფასოდ გაუმასპინძლდა; გასართობ აქტივობებში ჩართულ ბავშვებს კი საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზაცია მადლობას უხდის ღონისძიების თითოეულ მონაწილეს, პარტნიორ ორგანიზაციებს - Selftime - Karaoke Club-ის ხელმძღვანელობას; გასართობ ცენტრს - Maxxiland-ს; კომპანია "GRAND''-ს; თოლია - Tolia -ს მწარმოებელს- შპს ,,ქართუ-უნივერსალს''; შპს - ,,აისი'' - იგივე გურჯაანის ნაყინი official; შპს "KMT GROUPS"-ს და დმანისის კულტურის სახლს, გაწეული დახმარებისთვის! ასევე, ორგანიზაციის სახელით გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ იღუმენ დიონისე გვიმრაძეს და მის მეგობრებს, რომელთა თანადგომით დმანისელ ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ ^_^ ♥

18209115_1849929095256396_5985265561797256810_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი'' 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი'', რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა...
აღმოაჩინე უძველესი დმანისი - წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, სოფ. გომარეთიდან სამხ. დაახლოებით 4-5 კმ. ზეგანზე, ხრამის პირას არსებულ ნასოფლარ ეგრისის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. "შავსაყდრები"). წარმოადგენს X-XI ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც სამხრეთით აქვს მინაშენი. შიდა სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის აბსიდა გააჩნია, დასავლეთით კი ერთი საკმაოდ ღრმა ნიშაა. ჩრდილოეთის კედელში ორი ნიშაა მოთავსებული. სამხრეთის შესასვლელი არქიტრაულია. ეკლესიას გააჩნია სამი სარკმელი - აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებით, ფასადები დასრულებულია ქვის კარნიზით. მინაშენი ეკლესიის თანადროული არ ჩანს, მაგრამ არც დიდი დროა გასული მშენებლობიდან - მშენებლობამდე. შიდა სივრცე აქაც ცილინდრული კამარითაა გადახურული და შემაგრებულია სამი გამბჯენი თაღით. მინაშენში დევს ძველი საფლავის ქვები. დასავლეთის ფასადზე ჩასმულია მოყავისფრო ქვის ფილა, რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ძეგლს გააჩნია წარწერა, რომელიც მინაშენის სამხრეთ კედლის ძირას მდებარე ქვაზეა გამოსახული. წარწერიდან ვგებულობთ, რომ ეკლესია აგებულია გიორგი მღვდლის მიერ.

15626571_1790499441199362_4584067686032540468_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით ქ.დმანისს, 24 დეკემბერს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" ეწვია. ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში, კლინიკის კვალიფიციურმა ექიმებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესთავაზეს უფასო მომსახურება, რომელიც მოიცავდა: მამოლოგის კონსულტაციას; ქირურგ-ონკოლოგის კონსულტაციას; ენდოკრინოლოგის კონსულტაციას; ექოსკოპიურ გამოკვლევებს. ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელობასა...
უფასო ონკოლოგიური გამოკვლევები

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით ქ.დმანისს, 24 დეკემბერს "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" ეწვია. ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში, კლინიკის კვალიფიციურმა ექიმებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესთავაზეს უფასო მომსახურება, რომელიც მოიცავდა: მამოლოგის კონსულტაციას; ქირურგ-ონკოლოგის კონსულტაციას; ენდოკრინოლოგის კონსულტაციას; ექოსკოპიურ გამოკვლევებს.

15369176_1780381868877786_51171626423227042_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებითა და გასართობ ცენტრ "MaxxiLand" - ის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი "ისტორია-რელიგიაში". კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ქართულენოვანი სკოლები. ინტელექტუალური შეჯიბრი ქ. დმანისის N3...
გამარჯვებული სკოლის მოსწავლეთა სტუმრობა "მაქსილენდში".

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებითა და გასართობ ცენტრ "MaxxiLand" - ის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი "ისტორია-რელიგიაში". კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ქართულენოვანი სკოლები. ინტელექტუალური შეჯიბრი ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული სკოლა დასაჩუქრდა გასართობ ცენტრ "MaxxiLand"- ის 50 კაციანი საგზურით. გასართობ ტენტრ "MaxxiLand"- ს 3 დეკემბერს ეწვია ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლის 50 მოსწავლე.

15259249_1775622246020415_8446553327276348086_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებითა და გასართობ ცენტრ "MaxxiLand" - ის მხარდაჭერით, 27 ნოემბერს ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი "ისტორია-რელიგიაში". კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ქართულენოვანი სკოლები. ინტელექტუალური შეჯიბრი წარიმართა სამ...
ინტელექტუალური შეჯიბრი - "ისტორია-რელიგია"

27 ნოემბერს ქ.დმანისის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრი "ისტორია-რელიგიაში". კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული ქართულენოვანი სკოლები.

15000773_1767741666808473_3296687936996523095_o
/Posted by: devnoza
როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით....
"ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის" - სოფ. გუგუთი, მაშავერა

როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით. ამჯერად, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიეს საზღვრისპირა სოფ. გუგუთში მცხოვრებ სამ შეჭირვებულ ოჯახს და სოფ. მაშავერაში მცხოვრებ ერთ ოჯახს.

14479680_1759684564280850_8794188589393153405_n
/Posted by: devnoza
როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით. პროექტის...
"ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის" - სოციალური პროექტი

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით.

14853266_1759190630996910_3853461547444875435_o
/Posted by: devnoza
23 ოქტომბერს, პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში, ქ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა "ეთნოFest2016", რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ეთნიკურ უმცირესობებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მოხალისეებმა. "ეთნოFest2016-ის" პირველ ნაწილში მოეწყო...
"საქართველოს მოხალისე" - "ეთნოFest2016"

23 ოქტომბერს, პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში, ქ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა "ეთნოFest2016", რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ეთნიკურ უმცირესობებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია.

14361283_1741615312754442_8008656791714072044_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა", პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალ ორგანიზაციათა შორის, ჩაატარა საქველმოქმედო ტურნირი მინი-ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდენ ქ.დმანისის გამგეობისა და სპორტსკოლის გუნდები, სადაც გამარჯვება სპორტსკოლის გუნდმა მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე შემოსული თანხა მოხმარდება დმანისის...
საქველმოქმედო ტურნირი მინი ფეხბურთში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა", პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალ ორგანიზაციათა შორის, ჩაატარა საქველმოქმედო ტურნირი მინი-ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდენ ქ.დმანისის გამგეობისა და სპორტსკოლის გუნდები, სადაც გამარჯვება სპორტსკოლის გუნდმა მოიპოვა.

14257537_1740391526210154_4063426144226504049_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში მოაწყო ერთდღიანი ლაშქრობა. ქ. დმანისის მოხალისეებმა გოლგოთის მამათა მონასტრის მონახულებასთან ერთად გაიარეს ტრენინგი - "მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა". ტრენინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის უპირატესობების...
"საქართველოს მოხალისე" - ტრენინგი, ლაშქრობა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში მოაწყო ერთდღიანი ლაშქრობა. ქ. დმანისის მოხალისეებმა გოლგოთის მამათა მონასტრის მონახულებასთან ერთად გაიარეს ტრენინგი - "მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა".

14249785_1736583359924304_2170649094624512195_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, პატარებს მხიარული საღამო აჩუქა - 27 აგვისტოს სოფ. განთიადში მოეწყო ანიმაციური ფილმის...
"საქართველოს მოხალისე" - ფილმის ჩვენება

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, პატარებს მხიარული საღამო აჩუქა - 27 აგვისტოს სოფ. განთიადში მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება.

13923402_1728579597391347_339799646526907025_o
/Posted by: devnoza
როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პირველმა ევროპელმა'' ჩამოაყალიბა ეკო კლუბი, რომელიც დაკომპლექტებულია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლათა მოსწავლეებით, ასევე რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებით. კლუბის მიზანია ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში, მათი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება და...
"დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" - ტრენინგი "გარემოს დაცვა"

ეკო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რის შემდგომაც აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების ღონისძიებაში. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დაასუფთავა ქ. დმანისის სტადიონი, ე.წ "ჩაის ფაბრიკის" მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩა, ხოლო მეორე ჯგუფმა სოფ. განთიადის პარკის მიმდებარე ტერიტორია და მთავარი ქუჩა.

13731780_1716465538602753_4981616724479451635_o
/Posted by: devnoza
ალბათ, ყველას გახსოვთ პროექტ "აღმოაჩინე უძველესი დმანისი"-ს ფარგლებში ჩვენ მიერ წარმოდგენილი სოფ. უკანგორის "ორკარა საყდარი". გვინდა გაგახაროთ და მოგახსენოთ, რომ დმანისის ეპარქიის ინიციატივითა და "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი"-ს ( ფონდი ,,ქართუ'')...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. უკანგორი "ორკარა საყდარი"- V - VI სს. რესტავრაცია

გვინდა გაგახაროთ და მოგახსენოთ, რომ დმანისის ეპარქიის ინიციატივითა და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“-ს ( ფონდი ,,ქართუ'') დაფინანსებით დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.

13243996_1694640210785286_4429045239845136106_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი", რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. საფარლოს ეკლესია VIII- IX სს.

დმანისის რ-ნი, სოფ. საფარლოს ეკლესია - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 500-700 მ-ში (მდინარე ფინეზაურის მარჯ. სანაპირო). წარმოადგენს VIII- IX ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას. ძეგლი ერთნავიანია, ნაგებია შირიმის ქვით. გამოყენებულია შაბიამნის ფერის ტუფი და სხვა ტიპის ქვებიც. კუთხის ქვები დამუშავებულია. წყობაში სწორხაზოვნება არ არის დაცული.