ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

დეკემბერი 2019
« ივნ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

სტატისტიკა

  • 184

სახელწოდება

არასამთავრობო ორგანიზაციის სახელწოდება “პირველი ევროპელი” ბუნებრივია თავისი შინაარსის მატარებელია. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა აღნიშნული სახელწოდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შევარჩიეთ:

  1. მოგეხსენებათ, რომ ევროპული ცივილიზაცია და კულტურა თანამედროვე ეპოქაში წამყვან პოზიციებზე დგას. შესაბამისად, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა საპატიო და საამაყოა. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაცია, ცდილობს რა მხარი აუბას ჩვენი ქვეყნის ევროპულ კურსს, მაქსიმალურად ორიენტირებულია თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს ქვეყანაში ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულებების დამკვიდრებას. აღნიშნულ ღირებულებათაგან უნდა გამოიყოს განსაკუთრებით სამი რამ: ადამიანური პიროვნების უპირობო ღირებულება, პიროვნების მხრივ საზოგადოების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის განცდა და საკუთარი თავის მუდმივი შეცნობა კრიტიკული მიდგომის გზით. ჩვენთვის ამგვარ ღირებულებათა დაცვა და გაძლიერება უმთავრესი მიზანია, ამიტომ ჩვენი ორგანიაზაციის სახელდება სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ მზად ვართ მოწინავე ადგილი დავიკავოთ ევროპული ღირებულებების განვითარების საქმეში და გავხდეთ ნამდვილი “პირველი ევროპელები”.
  2. ორგანიზაცია, ითვალისწინებს რა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და მის ისტორიულ ერთ-ერთ მოწინავე ადგილს განვითარებულ ცივილიზაციათა შორის, ცდილობს ამ საპატიო ადგილის დამკვიდრებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ამიტომ, სახელწოდება “პირველი ევროპელი” არ გამოხატავს მარტოოდენ მომავლის იმედს, არამედ მასში წარსულის ტკივილი და სიამაყეც არის ჩაქსოვილი.
  3. მეცნიერების (არქეოლოგიის, ანთროპოლოოგიის და ა.შ.) განვითარებამ ქართული ეთნოსის წარმოშობისა და ცივილიზაციის უძველეს საწყისებამდე მიიყვანა თანამედროვე მსოფლიო. აღსანიშნავია, რომ მრავალ აღმოჩენათა შორის მართლაც განსაკუთრებული ადგილი უკავია დმანისის ნაქალაქარს და იქ გაცოცხლებულ უძველეს ცივილიზაციას. ამიტომ, თუკი თანამედროვე მსოფლიო ამ ადგილს პირველი ევროპელების სამშობლოდ აღიარებს, მითუმეტეს, ჩვენ რატომ არ უნდა ვუწოდოთ საკუთარ თავს “პირველი ევროპელი”?! თან ჩვენ ხომ, როგორც ზემოთ გამოჩნდა, ამ სახელწოდების მფლობელობის სრული მორალური საფუძველი გაგვაჩნია.