არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ევროპელის“ ორგანიზებით, ქ.დმანისი 24 დეკემბერს უმასპინძლებს კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს.
ონკოპრევენციის პროგრამის ფარგლებში, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კვალიფიციური ექიმები, მათ შორის პროფესორი გურამ მენთეშაშვილი, მსურველებს შესთავაზებენ უფასო მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
მამოლოგის კონსულტაციას;
ქირურგ-ონკოლოგის კონსულტაციას;
ენდოკრინოლოგის კონსულტაციას;
ექოსკოპიურ კვლევას.
ასაკობრივი ჯგუფი: 18 წლიდან ზემოთ.
ადგილი: ქ. დმანისის N3 საჯარო სკოლა.
თარიღი: 24 დეკემბერი
რეგისტრაციის დრო: 10:30სთ-დან – 13:00სთ-მდე.
სქესობრივი შეზღუდვა დაწესებული არ არის.
გელით!
მუდამ თქვენს სამსახურში – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი“.