ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

დეკემბერი 2019
« ივნ    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

სტატისტიკა

  • 184
18209115_1849929095256396_5985265561797256810_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი'' 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი'', რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა...
აღმოაჩინე უძველესი დმანისი - წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, სოფ. გომარეთიდან სამხ. დაახლოებით 4-5 კმ. ზეგანზე, ხრამის პირას არსებულ ნასოფლარ ეგრისის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. "შავსაყდრები"). წარმოადგენს X-XI ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც სამხრეთით აქვს მინაშენი. შიდა სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის აბსიდა გააჩნია, დასავლეთით კი ერთი საკმაოდ ღრმა ნიშაა. ჩრდილოეთის კედელში ორი ნიშაა მოთავსებული. სამხრეთის შესასვლელი არქიტრაულია. ეკლესიას გააჩნია სამი სარკმელი - აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებით, ფასადები დასრულებულია ქვის კარნიზით. მინაშენი ეკლესიის თანადროული არ ჩანს, მაგრამ არც დიდი დროა გასული მშენებლობიდან - მშენებლობამდე. შიდა სივრცე აქაც ცილინდრული კამარითაა გადახურული და შემაგრებულია სამი გამბჯენი თაღით. მინაშენში დევს ძველი საფლავის ქვები. დასავლეთის ფასადზე ჩასმულია მოყავისფრო ქვის ფილა, რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ძეგლს გააჩნია წარწერა, რომელიც მინაშენის სამხრეთ კედლის ძირას მდებარე ქვაზეა გამოსახული. წარწერიდან ვგებულობთ, რომ ეკლესია აგებულია გიორგი მღვდლის მიერ.

15000773_1767741666808473_3296687936996523095_o
/Posted by: devnoza
როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით....
"ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის" - სოფ. გუგუთი, მაშავერა

როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისის და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით. ამჯერად, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიეს საზღვრისპირა სოფ. გუგუთში მცხოვრებ სამ შეჭირვებულ ოჯახს და სოფ. მაშავერაში მცხოვრებ ერთ ოჯახს.

14479680_1759684564280850_8794188589393153405_n
/Posted by: devnoza
როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით. პროექტის...
"ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის" - სოციალური პროექტი

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიასთან ერთად წამოიწყო ახალი სოციალური პროექტი "ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის", რომელიც გულისხმობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას სხვადასხვა საკვები პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო საჭიროებებით.

14853266_1759190630996910_3853461547444875435_o
/Posted by: devnoza
23 ოქტომბერს, პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში, ქ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა "ეთნოFest2016", რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ეთნიკურ უმცირესობებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მოხალისეებმა. "ეთნოFest2016-ის" პირველ ნაწილში მოეწყო...
"საქართველოს მოხალისე" - "ეთნოFest2016"

23 ოქტომბერს, პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში, ქ. დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა "ეთნოFest2016", რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ეთნიკურ უმცირესობებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია.

14361283_1741615312754442_8008656791714072044_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა", პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალ ორგანიზაციათა შორის, ჩაატარა საქველმოქმედო ტურნირი მინი-ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდენ ქ.დმანისის გამგეობისა და სპორტსკოლის გუნდები, სადაც გამარჯვება სპორტსკოლის გუნდმა მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე შემოსული თანხა მოხმარდება დმანისის...
საქველმოქმედო ტურნირი მინი ფეხბურთში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა", პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალ ორგანიზაციათა შორის, ჩაატარა საქველმოქმედო ტურნირი მინი-ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდენ ქ.დმანისის გამგეობისა და სპორტსკოლის გუნდები, სადაც გამარჯვება სპორტსკოლის გუნდმა მოიპოვა.

14257537_1740391526210154_4063426144226504049_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში მოაწყო ერთდღიანი ლაშქრობა. ქ. დმანისის მოხალისეებმა გოლგოთის მამათა მონასტრის მონახულებასთან ერთად გაიარეს ტრენინგი - "მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა". ტრენინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ფორმალური და არაფორმალური მოხალისეობის უპირატესობების...
"საქართველოს მოხალისე" - ტრენინგი, ლაშქრობა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისის" ფარგლებში მოაწყო ერთდღიანი ლაშქრობა. ქ. დმანისის მოხალისეებმა გოლგოთის მამათა მონასტრის მონახულებასთან ერთად გაიარეს ტრენინგი - "მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა".

14249785_1736583359924304_2170649094624512195_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, პატარებს მხიარული საღამო აჩუქა - 27 აგვისტოს სოფ. განთიადში მოეწყო ანიმაციური ფილმის...
"საქართველოს მოხალისე" - ფილმის ჩვენება

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" პროექტ "საქართველოს მოხალისეს" ფარგლებში, პატარებს მხიარული საღამო აჩუქა - 27 აგვისტოს სოფ. განთიადში მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება.

13923402_1728579597391347_339799646526907025_o
/Posted by: devnoza
როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პირველმა ევროპელმა'' ჩამოაყალიბა ეკო კლუბი, რომელიც დაკომპლექტებულია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლათა მოსწავლეებით, ასევე რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებით. კლუბის მიზანია ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში, მათი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება და...
"დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" - ტრენინგი "გარემოს დაცვა"

ეკო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რის შემდგომაც აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების ღონისძიებაში. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დაასუფთავა ქ. დმანისის სტადიონი, ე.წ "ჩაის ფაბრიკის" მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩა, ხოლო მეორე ჯგუფმა სოფ. განთიადის პარკის მიმდებარე ტერიტორია და მთავარი ქუჩა.

13731780_1716465538602753_4981616724479451635_o
/Posted by: devnoza
ალბათ, ყველას გახსოვთ პროექტ "აღმოაჩინე უძველესი დმანისი"-ს ფარგლებში ჩვენ მიერ წარმოდგენილი სოფ. უკანგორის "ორკარა საყდარი". გვინდა გაგახაროთ და მოგახსენოთ, რომ დმანისის ეპარქიის ინიციატივითა და "საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი"-ს ( ფონდი ,,ქართუ'')...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. უკანგორი "ორკარა საყდარი"- V - VI სს. რესტავრაცია

გვინდა გაგახაროთ და მოგახსენოთ, რომ დმანისის ეპარქიის ინიციატივითა და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“-ს ( ფონდი ,,ქართუ'') დაფინანსებით დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.

13243996_1694640210785286_4429045239845136106_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი", რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. საფარლოს ეკლესია VIII- IX სს.

დმანისის რ-ნი, სოფ. საფარლოს ეკლესია - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 500-700 მ-ში (მდინარე ფინეზაურის მარჯ. სანაპირო). წარმოადგენს VIII- IX ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას. ძეგლი ერთნავიანია, ნაგებია შირიმის ქვით. გამოყენებულია შაბიამნის ფერის ტუფი და სხვა ტიპის ქვებიც. კუთხის ქვები დამუშავებულია. წყობაში სწორხაზოვნება არ არის დაცული.

13063136_1688212284761412_5455283313074399880_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი", რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია.

დმანისის რ-ნი, სოფ, გომარეთის ღვთისმშობლის ("კუხის") ეკლესია. დარბაზული ტიპის, გეგმაში მართკუთხედს უახლოვდება. საკურთხეველში სარკმლის მარცხენა მხარეს ოთხკუთხა ნიშია მოთავსებული. საკურთხევლის ფუძე შემორჩენილია, ასევე შემორჩენილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კამარის საბჯენი თაღები. ეკლესიას აქვს ოთხი სარკმელი.

13198540_1692643777651596_7792194235195902446_o
/Posted by: devnoza
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ინიციატივითა და სამშობიარო სახლ ,,იმედის კლინიკის’’ მხარდაჭერით, 2016 წლის 1 მაისიდან დაიწყო სოციალური პროექტი ,,იყოს შენდა სიხარულ’’. პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობაზე, კერძოდ მანდილოსნებზე, გაიცემა ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო...
"იყოს შენდა სიხარულ" - სოციალური პროექტი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ინიციატივითა და სამშობიარო სახლ ,,იმედის კლინიკის’’ მხარდაჭერით, 2016 წლის 1 მაისიდან დაიწყო სოციალური პროექტი ,,იყოს შენდა სიხარულ’’. პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობაზე, კერძოდ მანდილოსნებზე, გაიცემა ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მშობიარე ქალთა უფასო ფიზიოლოგიურ და ოპერაციულ მშობიარობას; ასევე პროგრამით მოსარგებლე მანდილოსნები საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებენ უფასო ქირურგიული მომსახურებით.

12983863_1684958018420172_5345293664676262769_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი", რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. ლოქჯანდარის ეკლესია

დმანისის რ-ნი, სოფ. ლოქჯანდარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზითა და ბუნების მრავალფეროვნებით. მდებარეობა- ზღვის დონიდან 1450 მ. ქ. დმანისიდან დაშორებულია დაახლოებით 32 კმ-ით. აღნიშნული ეკლესია მდებარეობს სოფლის მიდამოებში, ბოლნისის რაიონის მიმართულებით სოფლიდან 3,3 კმ-ში, ტყის სიღრმეში.

13002534_1682424065340234_7640916643555880581_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი", რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. ორმაშენის ეკლესია - XI ს

დმანისის რ-ნი, სოფ. ორმაშენის ეკლესია - XI ს. ზ.დ-დან მდებარეობს 1330მ-ზე. დარბაზული ტიპის ეკლესია, გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის. შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. დარბაზი დაყოფილია სამ ტოლ ნაწილად ორსაფეხურიანი პილასტრებით. პილასტრების კაპიტელები პროფილირებულია და შემკობილია წრიული ვარდულებით. საბჯენი თაღებიდან შემორჩენილია დასავლეთის და მომდევნო თაღის კვადრი. პილასტრების პირველი საფეხურიდან კედლის სიბრტყეში გადადის დეკორაციული თაღები.

12973517_1681636818752292_2926884529885702583_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელი" გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს "აღმოაჩინე უძველესი დმანისი", რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის...
"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. უკანგორი "ორკარა საყდარი"- V - VI სს.

სოფ. უკანგორის "ორკარა საყდარი"- V - VI სს. დარბაზული ტიპის ნაგებობა, სამხრეთის თანადროული ეკვდერით ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ტაძარს აქვს ორი შესასვლელი - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი ნაოთხალიანია და მათ თავზე სარკმელებია მოთავსებული. შიდა სივრცეში დარბაზის გეგმა სწორკუთხედია, რომელიც გაყოფილია ორ ტოლ ნაწილად, პილონებითა და კამარის საბჯენი თაღით. დარბაზი მკვეთრად არის გამოყოფილი საკურთხევლისგან აბსიდის მხრებითა და ერთსაფეხურიანი ამბიონით. აბსიდის მოხაზულობა ოდნავ ნალისებურია. საკურთხეველი ნათდება მაღალი თაღოვანი სარკმლით, რომლის ქვეშ კედელთან ქვის ტრაპეზია მიდგმული.

12771632_1662554410660533_848931972661769710_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, სოფელ ბოსლებში 20 თებერვალს საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში სოფ. ბოსლებში მცხოვრებ ქალბატონებსა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უფასო მომსახურება შესთავაზეს. მოსახლეობის სახელით...
"სამედიცინო დახმარება" - საქველმოქმედო აქცია სოფ. ბოსლები

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, სოფელ ბოსლებში 20 თებერვალს საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

12314674_1636345109948130_7144433055232177923_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, ქ. დმანისში 28 ნოემბერს, დმანისელებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში დმანისელ ქალბატონებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებს სამშობიარო სახლ "იმედის კლინიკის" კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უფასო მომსახურება შესთავაზეს. დმანისელი მოსახლეობის სახელით...
"სამედიცინო დახმარება" - საქველმოქმედო აქცია ქ. დმანისი

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, ქ. დმანისში 28 ნოემბერს, დმანისელებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

12106828_1624158921166749_5475112042764397153_n-1
/Posted by: devnoza
პროექტ "დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" წარმომადგენლებმა სოფ. განთიადისა და სოფ. ჯავახის სკოლათა მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს გარემოს დაბინძურების თავისებურებები და ისაუბრეს მასთან ბრძოლის საშუალებებზე. სკოლებში შეიქმნა ეკოჯგუფები, რომელთა მონაწილეობით...
"დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" - შეხვედრა მოსწავლეებთან

პროექტ "დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" წარმომადგენლებმა სოფ. განთიადისა და სოფ. ჯავახის სკოლათა მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს გარემოს დაბინძურების თავისებურებები და ისაუბრეს მასთან ბრძოლის საშუალებებზე.

12122395_1623876204528354_363153512562305094_n
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა", სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, პროექტ "დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" განხორციელება დაიწყო. "დედამიწას აქვს გარსი და ეს გარსი დაავადებულია. ერთ–ერთ მის დაავადებას ადამიანი ჰქვია"– ფრიდრიჰ ნიცშე. მე–19 საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსის ეს გამოთქმა დღეს...
დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა", სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, პროექტ "დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" განხორციელება დაიწყო.

11102684_1581938995388742_2357083366947266371_n
/Posted by: devnoza
პროექტ "ერთად გავამწვანოთ დმანისი"–ს ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პირველმა ევროპელმა'' დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ, კერძოდ სოფ. ბოსლების, სოფ. მაშავერას, სოფ. განთიადის, სოფ. დიდი დმანისის, სოფ. განთიადისა და სოფ. ჯავახის სკოლათა ტერიტორიებზე დარგო ელდარის ფიჭვის ნერგები. ღონისძიებაში მონაწილეობა...
ერთად გავამწვანოთ დმანისი!

პროექტ "ერთად გავამწვანოთ დმანისი"–ს ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პირველმა ევროპელმა'' დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ, კერძოდ სოფ. ბოსლების, სოფ. მაშავერას, სოფ. განთიადის, სოფ. დიდი დმანისის, სოფ. განთიადისა და სოფ. ჯავახის სკოლათა ტერიტორიებზე დარგო ელდარის ფიჭვის ნერგები.

10922563_1568331973416111_2142122945441530756_n
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დაიწყო პროექტ "ერთად გავამწვანოთ დმანისი"-ს განხორციელება. პროექტის ფარგლებში დღეს, ქ.დმანისის N3 და N1 საჯარო სკოლების ტერიტორიებზე დარგული იქნა კვიპაროსის ნერგები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღნიშნულ სკოლათა მოსწავლეებმა, ასევე დირექტორებმა და...
ერთად გავამწვანოთ დმანისი!

არასამთავრობო ორგანიზაციამ "პირველმა ევროპელმა" დაიწყო პროექტ "ერთად გავამწვანოთ დმანისი"-ს განხორციელება. პროექტის ფარგლებში დღეს, ქ.დმანისის N3 და N1 საჯარო სკოლების ტერიტორიებზე დარგული იქნა კვიპაროსის ნერგები.

11044528_1556166711299304_3221094308623395024_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ინიციატივით გძელდება მოსწავლეთა უფასო მომზადება ზოგად უნარებსა და ესსეს...
უფასო გაკვეთილები მოსწავლეებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ინიციატივით გძელდება მოსწავლეთა უფასო მომზადება ზოგად უნარებსა და ესსეს წერაში.

10733726_1553712201544755_579228539485244232_o
/Posted by: devnoza
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლათა მე-12 კლასის მოსწავლეებს, ქ. თბილისში კერძო სკოლა ,,პეგასში", ჩაუტარდათ უფასო შემეცნებითი გაკვეთილი - ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში. გაკვეთილი ჩაატარა ამავე სკოლის პედაგოგმა როლანდ ჩხეიძემ. მოსწავლეთა სურვილისა...
უფასო გაკვეთილები მოსწავლეებისათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლათა მე-12 კლასის მოსწავლეებს, ქ. თბილისში კერძო სკოლა ,,პეგასში", ჩაუტარდათ უფასო შემეცნებითი გაკვეთილი - ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში.