ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 10

აღმოაჩინე უძველესი დმანისი – წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს “აღმოაჩინე უძველესი დმანისი”, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას. რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა მოსახლეობისთვის უცნობია. აღნიშნული პროექტის მიზანია არსებულ ძეგლთა სრული ნუსხის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე მათი აღდგენისთვის საჭირო რესურსების მოძიება. წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, სოფ. გომარეთიდან სამხ. დაახლოებით 4-5 კმ. ზეგანზე, ხრამის პირას არსებულ ნასოფლარ ეგრისის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. “შავსაყდრები”). წარმოადგენს X-XI ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც სამხრეთით აქვს მინაშენი. შიდა სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის აბსიდა გააჩნია, დასავლეთით კი ერთი საკმაოდ ღრმა ნიშაა. ჩრდილოეთის კედელში ორი ნიშაა მოთავსებული. სამხრეთის შესასვლელი არქიტრაულია. ეკლესიას გააჩნია სამი სარკმელი – აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებით, ფასადები დასრულებულია ქვის კარნიზით. მინაშენი ეკლესიის თანადროული არ ჩანს, მაგრამ არც დიდი დროა გასული მშენებლობიდან – მშენებლობამდე. შიდა სივრცე აქაც ცილინდრული კამარითაა გადახურული და შემაგრებულია სამი გამბჯენი თაღით. მინაშენში დევს ძველი საფლავის ქვები. დასავლეთის ფასადზე ჩასმულია მოყავისფრო ქვის ფილა, რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ძეგლს გააჩნია წარწერა, რომელიც მინაშენის სამხრეთ კედლის ძირას მდებარე ქვაზეა გამოსახული. წარწერიდან ვგებულობთ, რომ ეკლესია აგებულია გიორგი მღვდლის მიერ.

გააზიარე :

აღმოაჩინე უძველესი დმანისი - წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, სოფ. გომარეთიდან სამხ. დაახლოებით 4-5 კმ. ზეგანზე, ხრამის პირას არსებულ ნასოფლარ ეგრისის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. "შავსაყდრები"). წარმოადგენს X-XI ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც სამხრეთით აქვს მინაშენი. შიდა სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის აბსიდა გააჩნია, დასავლეთით კი ერთი საკმაოდ ღრმა ნიშაა. ჩრდილოეთის კედელში ორი ნიშაა მოთავსებული. სამხრეთის შესასვლელი არქიტრაულია. ეკლესიას გააჩნია სამი სარკმელი - აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებით, ფასადები დასრულებულია ქვის კარნიზით. მინაშენი ეკლესიის თანადროული არ ჩანს, მაგრამ არც დიდი დროა გასული მშენებლობიდან - მშენებლობამდე. შიდა სივრცე აქაც ცილინდრული კამარითაა გადახურული და შემაგრებულია სამი გამბჯენი თაღით. მინაშენში დევს ძველი საფლავის ქვები. დასავლეთის ფასადზე ჩასმულია მოყავისფრო ქვის ფილა, რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ძეგლს გააჩნია წარწერა, რომელიც მინაშენის სამხრეთ კედლის ძირას მდებარე ქვაზეა გამოსახული. წარწერიდან ვგებულობთ, რომ ეკლესია აგებულია გიორგი მღვდლის მიერ.