ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 10

“აღმოაჩინე უძველესი დმანისი” – სოფ. ორმაშენის ეკლესია – XI ს

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს “აღმოაჩინე უძველესი დმანისი”, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას.
რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა მოსახლეობისთვის უცნობია.
აღნიშნული პროექტის მიზანია არსებულ ძეგლთა სრული ნუსხის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე მათი აღდგენისთვის საჭირო რესურსების მოძიება.

დმანისის რ-ნი, სოფ. ორმაშენის ეკლესია – XI ს. ზ.დ-დან მდებარეობს 1330მ-ზე. დარბაზული ტიპის ეკლესია, გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის. შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. დარბაზი დაყოფილია სამ ტოლ ნაწილად ორსაფეხურიანი პილასტრებით. პილასტრების კაპიტელები პროფილირებულია და შემკობილია წრიული ვარდულებით. საბჯენი თაღებიდან შემორჩენილია დასავლეთის და მომდევნო თაღის კვადრი. პილასტრების პირველი საფეხურიდან კედლის სიბრტყეში გადადის დეკორაციული თაღები.
დარბაზი აღმოსავლეთის მხრიდან დამთავრებულია ნახევარწრიული მოხაბსიდით. აქ შემორჩენილია სარკმლის მარჯვენა წირთხლი და თახჩა.
დასავლეთის ფასადის გარდა, დანარჩენი ფასადები დანგრეულია, პერანგი შემოცლილია. დასავლეთ ფასადის სარკმლის ძირში ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.
შემორჩენილი კედლები ძეგლის ნატიფ მშენებლობაზე მეტყველებს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ადგილობრივი რუხი ფერის ქვა, წყობა თარაზულია.
მიმდინარეობს წარწერების კვლევა.

გააზიარე :

"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. ორმაშენის ეკლესია - XI ს

დმანისის რ-ნი, სოფ. ორმაშენის ეკლესია - XI ს. ზ.დ-დან მდებარეობს 1330მ-ზე. დარბაზული ტიპის ეკლესია, გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის. შესასვლელი აქვს სამხრეთის მხრიდან. დარბაზი დაყოფილია სამ ტოლ ნაწილად ორსაფეხურიანი პილასტრებით. პილასტრების კაპიტელები პროფილირებულია და შემკობილია წრიული ვარდულებით. საბჯენი თაღებიდან შემორჩენილია დასავლეთის და მომდევნო თაღის კვადრი. პილასტრების პირველი საფეხურიდან კედლის სიბრტყეში გადადის დეკორაციული თაღები.