ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 9

“აღმოაჩინე უძველესი დმანისი” – სოფ. ლოქჯანდარის ეკლესია

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს “აღმოაჩინე უძველესი დმანისი”, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას.
რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა მოსახლეობისთვის უცნობია.
აღნიშნული პროექტის მიზანია არსებულ ძეგლთა სრული ნუსხის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე მათი აღდგენისთვის საჭირო რესურსების მოძიება.

დმანისის რ-ნი, სოფ. ლოქჯანდარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზითა და ბუნების მრავალფეროვნებით.
მდებარეობა- ზღვის დონიდან 1450 მ. ქ. დმანისიდან დაშორებულია დაახლოებით 32 კმ-ით.

აღნიშნული ეკლესია მდებარეობს სოფლის მიდამოებში, ბოლნისის რაიონის მიმართულებით სოფლიდან 3,3 კმ-ში, ტყის სიღრმეში. ეკლესიასთან მისასვლელად საკმაოდ რთული და ხიფათიანი გზაა გასავლელი. ეკლესია გახლავთ დარბაზული ტიპის და წარმოადგენს გვიანი შუასაუკუნეების ძეგლს. სამწუხაროდ ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლისა და აბსიდის მცირე ნაწილი. გეგმა არ იკითხება, მთლიანად მიწით არის დაფარული. ნაგები ყოფილა ყორე ქვით. დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.
ეკლესიის ტერიტორიაზე განთავსებულია ძველი საფლავის ქვები.

გააზიარე :

"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. ლოქჯანდარის ეკლესია

დმანისის რ-ნი, სოფ. ლოქჯანდარი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზითა და ბუნების მრავალფეროვნებით. მდებარეობა- ზღვის დონიდან 1450 მ. ქ. დმანისიდან დაშორებულია დაახლოებით 32 კმ-ით. აღნიშნული ეკლესია მდებარეობს სოფლის მიდამოებში, ბოლნისის რაიონის მიმართულებით სოფლიდან 3,3 კმ-ში, ტყის სიღრმეში.