ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 9

“აღმოაჩინე უძველესი დმანისი” – სოფ. გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს “აღმოაჩინე უძველესი დმანისი”, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას.
რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა მოსახლეობისთვის უცნობია.
აღნიშნული პროექტის მიზანია არსებულ ძეგლთა სრული ნუსხის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე მათი აღდგენისთვის საჭირო რესურსების მოძიება.

დმანისის რ-ნი, სოფ, გომარეთის ღვთისმშობლის (“კუხის”) ეკლესია.
დარბაზული ტიპის, გეგმაში მართკუთხედს უახლოვდება. საკურთხეველში სარკმლის მარცხენა მხარეს ოთხკუთხა ნიშია მოთავსებული. საკურთხევლის ფუძე შემორჩენილია, ასევე შემორჩენილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კამარის საბჯენი თაღები. ეკლესიას აქვს ოთხი სარკმელი.
ტაძარი ნაგებია თლილი ქვის კვადრებით, ამავე ქვით არის ამოყვანილი ძირითადი კონსტრუქციული ნაწილებიც. სამხრეთი კარის ბალავარის ქვაზე შუაში რელიეფური ჯვარია გამოსახული, ხოლო მოჩარჩოებულია ბალავარის ქვა მინიატურულ მცენარეულ-ცხოველური ორნამენტული მოტივებით შესრულებული არაჩვეულებრივი სინატიფითა და ოსტატობით. მათ შორის გხვდება: ლომი, არწივი რომელიც ებრძოლება გველს, მხედარი და სხვ. ქვის მთლიანი არე დაფარულია ქართული ორნამენტული წნულებით და ორნამენტის დონეზე შესრულებული ხუცური დამწერლობით, რომელიც კომპოზიციის გაწონასწორების პროფესიულ დონეზე დგას. კარის მარჯვნივ ქვის ფილაზე რელიეფურადაა გამოსახული გველეშაპი ადამიანის ტანითა და ხელებით.
გადაკეთების კვალი ძეგლს არ ემჩნევა. კამარა მთლიანად ჩამოქცეულია. კედლებში წარმოქმნილია ბზარები. იატაკი ავსებულია ჩამონაშალი ქვა-ღორღითა და მიწით. დაზიანებულია ქვის კანკელი.

გააზიარე :

"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია.

დმანისის რ-ნი, სოფ, გომარეთის ღვთისმშობლის ("კუხის") ეკლესია. დარბაზული ტიპის, გეგმაში მართკუთხედს უახლოვდება. საკურთხეველში სარკმლის მარცხენა მხარეს ოთხკუთხა ნიშია მოთავსებული. საკურთხევლის ფუძე შემორჩენილია, ასევე შემორჩენილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის კამარის საბჯენი თაღები. ეკლესიას აქვს ოთხი სარკმელი.