ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 9

“აღმოაჩინე უძველესი დმანისი” – სოფ. საფარლოს ეკლესია VIII- IX სს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელი” გასული წლიდან ( 2015 წ) ახორციელებს პროექტს “აღმოაჩინე უძველესი დმანისი”, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოძიებას, აღწერასა და დასუფთავებას.
რაიონის ტერიტორიაზე აღირიცხება დაახლოებით 200-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,რომელთაგან უმრავლესობა მოსახლეობისთვის უცნობია.
აღნიშნული პროექტის მიზანია არსებულ ძეგლთა სრული ნუსხის შექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ასევე მათი აღდგენისთვის საჭირო რესურსების მოძიება.

დმანისის რ-ნი, სოფ. საფარლოს ეკლესია – მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 500-700 მ-ში (მდინარე ფინეზაურის მარჯ. სანაპირო). წარმოადგენს VIII- IX ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას.
ძეგლი ერთნავიანია, ნაგებია შირიმის ქვით. გამოყენებულია შაბიამნის ფერის ტუფი და სხვა ტიპის ქვებიც. კუთხის ქვები დამუშავებულია. წყობაში სწორხაზოვნება არ არის დაცული.
გეგმაში ეკლესია ზუსტ მართკუთხედს არ წარმოადგენს, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხეები ოდნავ აწეულია და ამ მხრიდან ძეგლი ერთ საფეხურიან ცოკოლზე დგას. აბსიდი ღრმაა და მასში ორი თაღოვანი ნიშია – ერთი ჩრდილოეთით, მეორე- სამხრეთით. კამარა შემაგრებული იყო საბჯენი თაღებით, რომლებიც ერთ საფეხურიან ორ წყვილ პილასტრს ეყრდნობა.
შესასვლელი სამხრეთის მხრიდან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ეკლესიას აქვს სამი მაღალი თაღოვანი სარკმელი. აღმოსავლეთის სარკმლის თავზე ფრონტონში წითელი ფერის ქვით გამოყვანილია ჯვარი.
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია გალავნის ნაშთები.

გააზიარე :

"აღმოაჩინე უძველესი დმანისი" - სოფ. საფარლოს ეკლესია VIII- IX სს.

დმანისის რ-ნი, სოფ. საფარლოს ეკლესია - მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 500-700 მ-ში (მდინარე ფინეზაურის მარჯ. სანაპირო). წარმოადგენს VIII- IX ს.ს. დარბაზული ტიპის ეკლესიას. ძეგლი ერთნავიანია, ნაგებია შირიმის ქვით. გამოყენებულია შაბიამნის ფერის ტუფი და სხვა ტიპის ქვებიც. კუთხის ქვები დამუშავებულია. წყობაში სწორხაზოვნება არ არის დაცული.