ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 9

“დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს” – ტრენინგი “გარემოს დაცვა”

როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პირველმა ევროპელმა” ჩამოაყალიბა ეკო კლუბი, რომელიც დაკომპლექტებულია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლათა მოსწავლეებით, ასევე რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებით. კლუბის მიზანია ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში, მათი გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება და რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რის შემდგომაც აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების ღონისძიებაში.
ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დაასუფთავა ქ. დმანისის სტადიონი, ე.წ “ჩაის ფაბრიკის” მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩა, ხოლო მეორე ჯგუფმა სოფ. განთიადის პარკის მიმდებარე ტერიტორია და მთავარი ქუჩა.

ეკო კლუბი აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას და რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის კიდევ მრავალ ღონისძიებას განახორციელებს.

გააზიარე :

"დმანისი ირჩევს სუფთა გარემოს" - ტრენინგი "გარემოს დაცვა"

ეკო კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რის შემდგომაც აქტიურად ჩაერთნენ დასუფთავების ღონისძიებაში. ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა დაასუფთავა ქ. დმანისის სტადიონი, ე.წ "ჩაის ფაბრიკის" მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩა, ხოლო მეორე ჯგუფმა სოფ. განთიადის პარკის მიმდებარე ტერიტორია და მთავარი ქუჩა.