ბოლო ჩანაწერები

არქივები

კატეგორიები

კალენდარი

ოქტომბერი 2019
« ივნ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

სტატისტიკა

  • 9

“იყოს შენდა სიხარულ” – სოციალური პროექტი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ინიციატივითა და სამშობიარო სახლ ,,იმედის კლინიკის’’ მხარდაჭერით, 2016 წლის 1 მაისიდან დაიწყო სოციალური პროექტი ,,იყოს შენდა სიხარულ’’.
პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობაზე, კერძოდ მანდილოსნებზე, გაიცემა ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მშობიარე ქალთა უფასო ფიზიოლოგიურ და ოპერაციულ მშობიარობას; ასევე პროგრამით მოსარგებლე მანდილოსნები საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებენ უფასო ქირურგიული მომსახურებით.
ვაუჩერი არ ითვალისწინებს ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ და სხვა სახის გამოკვლევებს.
ვაუჩერით სარგებლობა შეუძლიათ დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქართველ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მანდილოსნებზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ისინი სულ ცოტა უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ბენეფიციარები მოთავსდებიან ორსაწოლიან პალატაში, სადაც უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.
ასევე, 40 დღის განმავლობაში იქნებიან კლინიკის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში კი ისარგებლებენ უფასო სამედიცინო მომსახურებით.
აღნიშნულ პროექტს ეპარქიის თხოვნით ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი“.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.

გააზიარე :

"იყოს შენდა სიხარულ" - სოციალური პროექტი

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ინიციატივითა და სამშობიარო სახლ ,,იმედის კლინიკის’’ მხარდაჭერით, 2016 წლის 1 მაისიდან დაიწყო სოციალური პროექტი ,,იყოს შენდა სიხარულ’’. პროექტის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობაზე, კერძოდ მანდილოსნებზე, გაიცემა ვაუჩერი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მშობიარე ქალთა უფასო ფიზიოლოგიურ და ოპერაციულ მშობიარობას; ასევე პროგრამით მოსარგებლე მანდილოსნები საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებენ უფასო ქირურგიული მომსახურებით.